19 აპრილი 2024,   14:49
ვრცლად
"მათ არ აქვთ უფლება ეს დროშა წამართვან" - საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის ვაკის პარკში ორი პირი დააკავეს

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის ვაკის პარკში ეორი პირი დააკავეს. ვაკის პარკში, სადაც დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 74 წელი აღინიშნება, პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ.

ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინვე გააფრთხილა, რომ საბჭოთა სიმბოლოების გამოყენების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად დაისჯებოდნენ.

ამის მიუხედავად, აქციაზე საბჭოთა დროშა მარშის მონაწილეების ნაწილმა მაინც მიიტანა. რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა.

„ეს არის უკანონობა პოლიციის მხრიდან, მათ არ აქვთ უფლება ეს დროშა წამართვან. არ არსებობს სია, რომელის მიხედვითაც საბჭოთა სიმბოლიკად ითვლება ნამგალი და ურო, შესაბამის კომისიას მიმართეთ არ აქვთ მათ ეს სია,“-ამბობს დაკავებული.

დღის ამბები