20 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დანიშნა

ჯილდო დუმილის სანაცვლოდ - უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დანიშნა. ის ახალ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს. 

როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ გვენეტაძეს დაუფასა ის, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, არ ამხილა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი და არც ერთი სიტყვა არ თქვა იმაზე, თუ რატომ წავიდა ის თანამდებობიდან.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანამშრომლები კი საჯაროდ ალაპარაკდნენ, როგორ ემუქრებოდა, ამცირებდა და დევნიდა მოსამართლეების კლანი ნინო გვენეტაძეს. 

დღის ამბები