19 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება - ლევან ბეჟაშვილის თქმით, "საიას" ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი შუალედური არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ანგარიშით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყოს.

„ერთის მხრივ პროკურატურამ უნდა დაიწყოს ამ საქმეებზე გამოძიება და მეორეს მხრივ აუდიტის სამსახურმა უნდა გაატაროს შესაბამისი კანონისმიერი ღონისძიებები, რათა მოხდეს ამ ქმედებების სამართლებრივი შეფასება,“-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

საია-ს იურისტები ხმების ყიდვის მცდელობად აფასებენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, რომ ის სამეგრელოს რამდენიმე სოფელს ინფრასტრუქტურულ პრობლემას გადაუჭრის. ასევე ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ფიქსირდება საბიუჯეტო რესურსის გამოყენების შემთხვევებიც. ანგარიშში მოხვდა დარღვევების სხვა  შემთხვევებიც.

ასევე საუბარია, წყალტუბოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე.  კვლევაში ნათქვამია, რომ ეს ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა.

ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რამდენიმე ათასი ლარი სოციალური პროექტების დასაფინანსებლად გამოიყო.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები