19 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს დუმილი დაუფასდა - ნინო გვენეტაძე თსუ-ის პრორექტორი გახდა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე უკვე ორი დღეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია, თუმცა ჟურნალისტებს ისევ არ ხვდება და დუმს. საჯარო სამსახურში ნინო გვენეტაძე 9 თვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა ისე რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზები საზოგადოებისთვის დღემდე არ უთქვამს.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობა გვენეტაძემ დუმილის სანაცვლოდ მიიღო.

ხელისუფლების ბრალდებებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა ვინც ამბობს, რომ პოსტით ხელისუფლებამ გვენეტაძის დუმილი იყიდა, პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.

ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი კი გვენეტაძის მთავარ შეცდომად მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანთან მის თანამშრომლობს მიიჩნევს და ამბობს, რომ მას პოსტი დემარშით უფრო ადრე უნდა დაეტოვებინა.

მესამე სექტორმა ნინო გვენეტაძეს საგანგებოდ მიმართა და მოითხოვა, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საჯარო განმარტებები გააკეთოს. არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ კლანი ნინო გვენეტაძეს ამ დრომდე მოსამართლეთა ტესტების სავარაუდო გამჟღავნების გამო აშანტაჟებს, რომელზეც პროკურატურაში გამოძიება 2016 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. 

დღის ამბები