19 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
ბენზინი 15 თეთრით გაძვირდა - ნავთობიმპორტიორები უახლოეს დღეებში ფასის კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ 

საქართველოში საწვავის ღირებულება მკვეთრად იზრდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ყველა ტიპის საწვავი საშუალოდ 12-15 თეთრით გაძვირდა.

თვითდასაქმებული მძღოლები ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების გამო შემოსავალი შეუმცირდებათ, რადგან ხარჯი გაიზარდა, ანაზღაურება კი არა. მათი თქმით, მგზავრი მომატებული ფასის გადახდას ვერ შეძლებს.

ნავთობიმპორტიორები ფასის მატებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობით ხსნიან. მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანს სანქციები დაუწესა, ბარელი ნავთობის ფასი ყოველდღიურად იზრდება.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გამოსავალი არსებობის და ამისთვის ხელისუფლების კეთილი ნებაა საჭირო. სპეციალისტების აზრით, თუ მთავრობა აქციზის ფასის გაორმაგების შესახებ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს, ლიტრი საწვავის ფასი ქვეყანაში 25 თეთრის შემცირდება.

საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა საგრძნობლად უფასურდება, თუმცა სპეციალისტების თქმით, ჯერ ეს გაუფასურება საწვავის ფასში არ ასახულა.

ნავთობიმპორტიორები აანონსებენ, რომ უახლოეს პერიოდში საწვავი კიდევ გაძვირდება, მაგრამ ამჯერად მიზეზი ლარის გაუფასურება იქნება.

დღის ამბები