20 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია 31 მაისამდე გაგრძელდება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და შერჩევა, მმართველი გუნდის მიერ მიღებული კრიტერიუმების მიხედვით დაიწყო. მოსამართლეობის მსურველებს რეგისტრაციისთვის დრო 11-დან 31 მაისამდე ექნებათ.

კონკურსის დასრულების და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საქმეში პარლამენტი ჩაერთვება.

„11-დან დაიწყება შერჩევის პროცედურები, საბუთების მიღების ვადა გაგრძელდება სამი კვირის განმავლობაში, ხოლო მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს უკვე ფორმალურად უკვე რომელი განაცხადი აკმაყოფილებს და რომელი კანდიდატი დარეგისტრირდება და განაგრძობს მონაწილეობას კონკურსის ფარგლებში. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ნებისმიერ პირს ექნება ამ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა და შეფასების შესაძლებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად სანდოდ და გამჭვირვალედ ჩაატარებს ამ პროცედურებს,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და კონკურსში მონაწილეობის უფლება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს.

„პროცესს რომ ჰქონდეს მინიმალური ნდობა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი და ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ საბჭოს წევრებმა და მათ შორის, რა თქმა უნდა, საბჭოს მდივანმა არ მიიღოს ამ პროცედურებში მონაწილეობა,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები