24 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
„მამიდამ“ სამდღიანი დუმილი დაარღვია და სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა

„მამიდამ“ სამდღიანი დუმილი დაარღვია და სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა. განცხადება, რომელიც როენა ხუცურაულმა დარბაზში გააკეთა, ბრალდების მხარისთვის და მოსამართლისთვისაც სრული მოულოდნელობა იყო.

პროსტიტუციის ხელშეწყობით ბრალდებით დაკავებულმა როენა ხუცურაულმა და მასთან ერთად დაკავებულმა ბრალი იმ დროს აღიარეს, როდესაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადებოდა.

როენა ხოცურაულმა თქვა, რომ ნანობს და შენობაში, სადაც ოთახებს პროსტიტუციის აქირავებდნენ, მოხუცებულთა თავშესაფრის გახსნას აპირებდა.

როენა ხუცურაულმა ჩვენება სამართალდამცველებს უკვე მისცა. ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო განხილვების დროს გამოჩნდება, იცოდა თუ არა ხუცურაულმა, რომ სასტუმრო „მამიდას“ მენეჯერები ოთახებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ.

პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული ქალბატონები საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებენ.

დღის ამბები