ვლადიმერ პუტინი ჰოკეის თამაშის დროს წაიქცა. ინციდენტი სოჭში მოხდა. რუსეთის პრეზიდენტმა მატჩის დროს 8 გოლი გაიტანა და გამარჯვებას აღნიშნავდა, როდესაც დასაფენს ფეხი წამოკრა და მუხლებით დაეცა.
66 წლის პუტინს წამოდგომაში თანაგუნდელები დაეხმარნენ. თამაშის დროს პრეზიდენტის გუნდში იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც.