24 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე და ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება - პრემიერი

დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე და ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება - ამის შესახებ პრემიერმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ამავე დროს ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებები შეახსენა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტყატეგიის განუყოფელი ნაწილი, უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან, მათ შორის კონსორციუმს, მის აქციონერებს აქვთ კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე, კონკრეტული შედეგი ჩვენთვის არის მშენებლობის დაწყება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დღის ამბები