ტერეზა მეიმ გადადგომის თარიღი შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაასახელოს. განცხადება ამის შესახებ კონსერვატიული პარტიის წევრმა და ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეჰემ ბრედიმ გააკეთა.
მისი თქმით, საკითხის გარკვევას პრემიერთან შეხვედრის დროს ელოდება, რომელიც 15 მაისს უნდა გაიმართოს. ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა, როდესაც თემთა პალატა ბრექსიტის გარიგების მის ვარიანტს დაამტკიცებდა, თუმცა დეპუტატთა ნაწილი ახლა კონკრეტული თარიღის დასახელებას მოითხოვს. ბრედიმ პრემიერის პოსტზე მეის ჩანაცვლებაც არ გამორიცხა.