20 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
რიანა საკუთარ მოდის ხაზს ქმნის და ფრანგულ კომპანიას უერთდება

რიანა საკუთარ მოდის ხაზს ქმნის და ფრანგულ კომპანიას უერთდება, რომელიც 70-მდე ძვირადღირებული ბრენდის, მათ შორის ლუი ვიტონის, ჟივანშისა და კრისტიან დიორის მფლობელია.

მომღერლის კომპანიას მისი გვარი Fenty ერქმევა და ბაზარზე 2019 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. კომპანია ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს.

რიანა პირველი ქალია, რომელიც მდიდრული ფრანგული ჯგუფისთვის ბრენდს ქმნის და მოდის სახლს უხელმძღვანელებს.

Fenty 1987 წლის შემდეგ კომპანიაში გაერთიანებული პირველი ახალი ბრენდი იქნება.

დღის ამბები