24 აპრილი 2024,   02:19
ვრცლად
არ შეიძლება ყველაფრის მიბმა არჩევნებზე - პრემიერი ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართული დახურული შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს

მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დახურული შეხვედრა გამართა. პრემიერი რეგიონის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა და, სავარაუდოდ, მათ წინასაარჩევნო დავალებებიც მისცა.

მამუკა ბახტაძე კონკრეტულად არ საუბრობს, რას შეეხებოდა შეხვედრა. ასევე, პრემიერი ზუგდიდში ხელისუფლების აქტიურობას წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირებს.

„ჩვენ რეგიონებში დავდივართ ხშირად და გავაგრძელებთ ყოველთვის სიარულს, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ტარდება თუ არა არჩევნები. არ შეიძლება ყველაფრის მიბმა არჩევნებზე, ჩვენ გვქონდა ამავე დროს საუბარი ჩვენს გუნდთან ადგილზე, ზუგდიდში. ჩვენ, იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დავაანონსეთ, გვაქვს ამავე დროს, ახალი ხედვები, რომელიც უკავშირდება ამ ულამაზესი კუთხის განვითარებას და საუბარი გვქონდა ამაზე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები