19 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
ბურკინა ფასოში გათავისუფლებული მძევლები ფრანგ სპეცრაზმელებს მადლობას უხდიან

ბურკინა ფასოში გათავისუფლებული მძევლები ფრანგ სპეცრაზმელებს მადლობას უხდიან. ორი ფრანგი ტურისტი მეზობელი ბენინის ეროვნული პარკიდან პირველ მაისს გაიტაცეს და მალის მიმართულებით წაიყვანეს.

მათ გასათავისუფლებად სპეცოპერაცია გუშინ ღამით ჩატარდა, როდესაც თავდამსხმელები ბურკინა ფასოს საზღვართან შეჩერდნენ. რეიდის დროს ორი ფრანგი სამხედრო დაიღუპა, მოკლეს ოთხი გამტაცებელიც.

საფრანგეთის მოქალაქეებთან ერთად, სპეცრაზმელებმა გატაცებული ამერიკელი და სამხრეთ კორეელი ტურისტიც აღმოაჩინეს.

მათ ტყვეობაში, სავარაუდოდ, ერთი თვე გაატარეს. გათავისუფლებულ მძევლებს დღეს პრეზიდენტი მაკრონი მიიღებს.

დღის ამბები