25 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა. დღესვე, ილია მეორემ 7 ბავშვი მონათლა. 

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, 2012 წლიდან მიმდინარეობს.

ტაძარს 7 წლის განმავლობაში 100 ათასამდე შემომწირველი ყავს, მათ შორის არიან ემიგრანტები. კომპლექსი განლაგებულია 2 ათას 700 კვ.მ-ზე. მეუფეების თქმით, ტაძარი ერთობლივად, ქართველი ხალხის აშენებულია.  

მახათას მთაზე ცერემონიას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. იქ იმყოფება პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი.  

მახათას მთაზე მოწყობილია სპეციალური სცენა, სადაც დღის მეორე ნახევრიდან კონცერტი დაიწყება, რეჟისორი კი ბასა ფოცხიშვილია

სცენაზე სიტყვით გამოვა პრემიერ მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ისინი დღევანდელ დღესთან  დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ.

 

 

 

 

დღის ამბები