16 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
შეტაკებები ე.წ. ყვითელჟილეტიანების მორიგ აქციაზე- ძალოვანებთან დაპირისპირებისას 20-მდე ადამიანი დაშავდა

ე.წ. ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია საფრანგეთში შეტაკებებით დასრულდა. ნანტეში მშვიდობიან მარშზე 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, თუმცა აქცია მალევე პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, მსვლელობას აქტივისტების ჯგუფი გამოეყო და პოლიციას დაესხა თავს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ანალოგიური ვითარება იყო ლიონშიც. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ძალოვანებმა აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქცია მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. 

დღის ამბები