20 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
პაკისტანში, ანტიტერორისტული ოპერაცია ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა

პაკისტანში, ანტიტერორისტული ოპერაცია ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. სპეცრაზმმა შტურმით აიღო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც თავდამსხმელებს ჰქონდათ ბლოკირებული.

ქალაქ გვადარში მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ სასტუმროს დაცვას ცეცხლი გაუხსნეს, ერთი ადამიანი მოკლეს და პერსონალი მძევლად აიყვანეს.

ადგილზე პაკისტანის არმიის და სპეცრაზმის მობილიზება მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ "ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიამ " აიღო.  

დღის ამბები