25 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
ანტისამთავრობო გამოსვლები ალბანეთში - დაშავდა ათობით ძალოვანი და აქციის მონაწილე 

ანტისამთავრობო გამოსვლები ალბანეთში არეულობაში გადაიზარდა. ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიციის მომხრეებმა მორიგი მასშტაბური მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სასახლესთან შეკრება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა კორდონი გაარღვიეს და მთავრობის სასახლეს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკებების შედეგად დაშავდა ათობით ძალოვანი და აქციის მონაწილე. საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში სამი თვეა გრძელდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და აცხადებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას მიზანმიმართულად აფერხებს.

მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირი და ვაშინგტონი გამოეხმაურნენ. დასავლეთი ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. 

 

დღის ამბები