18 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
ერაყსა და სირიაში დამარცხების შემდეგ, "ისლამურმა სახელმწიფომ " დასამკვიდრებლად ახალი ქვეყანა შეარჩია 

ერაყსა და სირიაში დამარცხების შემდეგ, "ისლამურმა სახელმწიფომ " დასამკვიდრებლად ახალი ქვეყანა შეარჩია. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ინდოეთში საკუთარი პროვინცია ჩამოაყალიბა და მას "ვიალაია ჰინდი" უწოდა.

საუბარია, ქაშმირში მდებარე ერთ-ერთ რაიონზე, რომელიც ისლამისტებმა რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ დაიპყრეს.

ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე მუსლიმებით დასახლებული რეგიონია, სადაც სეპარატისტული დაჯგუფებებსა და ინდოეთის ხელისუფლებას შორის კონფლიქტი უკვე რამდენიმე ათეული წელია გრძელდება.
 

დღის ამბები