19 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
დაიწყოს გამოძიება კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ-გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობს 

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში ნეპოტიზმსა და ბიუჯეტის გაფლანგვის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ლევან ბეჟაშვილის თქმით ზუგდიდში კორუფცია სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. საჯარო სამსახურებში კი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და ნათესავები არიან დასაქმებული. ლევან ბეჟაშვილმა დღეს იმ პირთა კონკრეტული გვარები დაასახელა, ვინც დღეს მისი თქმით, კორუფციულ და დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. გაერთიანებული ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„ქართული ოცნების" არსებულ მმართველ კლანს მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მიტაცებული აქვს ძალაუფლება მუნიციპალიტეტში. გვინდა დავასახელოთ კონკრეტული სახელები და გვარები იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც ჩართული არიან აი ამ დანაშაულებრივი სქემის შემუშავებაში და ფუნქციონირებაში. ეს გახლავთ თოლორაია ედიშერი დეპუტატი. ქვარაია მერაბი, რომელიც ასევე ზუგდიდის დეპუტატია. გვასალია ლაშა, ნანავა მაიზერი და სხვა თანამდებობის  პირები. ეს სია საკმაოდ დიდი არის, რომლებსაც პრაქტიკულად გადანაწილებული აქვთ მთელი საჯარო სამსახური მუნიციპალიტეტში და პრაქტიკულად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები არიან დასაქმებული მუნიციპალიტეტში. დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი საქმის გამოძიება ნეპოტიზმის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის კონკრეტული მუხლების შესაბამისად ამ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
 

დღის ამბები