25 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
უმძიმესი პრობლემები ზუგდიდში - მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის გეგმები და პრიორიტეტები 

კორუფცია და ნეპოტიზმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემაა. წლიდან წლამდე სამუშაო ადგილები იქ სულ უფრო მცირდება და ქალაქს ახალგაზრდები მასიურად ტოვებენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ზუგდიდშია, ეს უკონტროლო ნარკომანია და კრიმინალია.

19 მაისს, ზუგდიდში შუალედური არჩევნები გაიმართება. 140 ათასამდე მოქალაქემ ზუგდიდს მერი უნდა აირჩიოს. როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას ხელისუფლების მერობის კანდიდატი, გეგა შენგელია - კითხვების დასასმელად მასთან P.S-ის გადამღები ჯგუფი მივიდა, თუმცა ოფისში არ შეუშვეს.

მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი კი საუბრობს, თუ საიდან დაიწყებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას. 

ზუგდიდში, თითქმის არ არის სანდრა რულოვსის ბილბორდები. ოპოზიციის მიერ გაკრულ პლაკატებს ხელისუფლებამ განცხადებები გადააკრა, სადაც ხალხს ურჩევენ, ხმა არ მისცენ არაქართველ მერს.

სოციალურად დაუცველების დახმარება, ქალაქის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართვა და საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრების დაარსება - ეს ის პრიორიტეტებია, რომლითაც სანდრა რულოვსი, მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქის მართვას დაიწყებს. 

დღის ამბები