19 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
„ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში,“- გიგი უგულავა

ოზურგეთში მოსახლეობას „ ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და საკრებულოს წევრობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდაზე ისაუბრეს. პრობლემებს შორის სიღარიბე და უპერსპექტივობაც დასახელდა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც  შუალედურ არჩევნებში ოზურგეთში მხარს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს უჭერენ.

„ევროპული საქართველოს ლიდერის“ გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოებამ ივანიშვილი ემოციურ დონეზე უკვე სახლში გაუშვა.

 „ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდად, არჩევნებით, 19 მაისს იქ სადაც შუალედური არჩევნები ტარდება და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტინის დონეზე და არჩევნების დონეზე. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა,“- განაცხადა უგულავამ.

დღის ამბები