25 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
„Wikileaks“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლების გადაწყვეტილება პროკურატურამ დღეს უნდა გაასაჯაროოს

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. დღეს გახდება ცნობილი, განაახლებს თუ არა საგამოძიებო უწყება მედია ორგანიზაცია „Wikileaks“-ის  დამფუძნებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს.

საქმე  გაუპატიურების ბრალდებას ეხება. პროკურატურას გამოძიების განახლების მოთხოვნით ერთ-ერთმა დაზარალებულმა მას შემდეგ მიმართა, რაც ჯულიან ასანჟი გასულ თვეს  ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს.

„Wikileaks“-ის   დამფუძნებელმა 7 წლის წინ შვედეთში ექსტრადირება სწორედ დიპლომატიურ უწყებაში თავის შეფარების გამო აირიდა.

დღის ამბები