19 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
არსად არ დავნიშნულვარ, არც პარტიის წევრი ვარ, ვთანამშრომლობ პარტიასთან - მიმინოშვილი "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს

მაია მიმინოშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც ის „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეების დატრენინგებაში უნდა დახმარებოდა, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ის აცხადებს, რომ არ არის პარტიის წევრი და თანამშრომელი, თუმცა ამავდროულად თანამშრომლობს "ქართულ ოცნებასთან." მიმინოშვილი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს მისი და მმართველი გუნდის თანამშრომლობა.

"არანაირად არ დავნიშნულვარ არანაირ თანამდებობაზე, პირდაპირ გეუბნებით, არსად არ დავნიშნულვარ, არც პარტიის წევრი ვარ და არანაირი თანამდებობა არ მაქვს, ვთანამშრომლობ პარტიასთან, ამას არ უარვყოფ," - აცხადებს მაია მიმინოშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მიმინოშვილი სხვა სპეციალისტებთან ერთად „პარტიას ეხმარება კადრების ტრენინგებში, გადამზადებაში.“

 

დღის ამბები