19 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
ზუგდიდელი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა - ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება აგონიაშია

ზუგდიდელი ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება აგონიაშია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის თქმით, ახლა უკვე ის დრო დადგა, როდესაც ხელისუფლების მეთოდები, შეცვალოს ამომრჩევლის განწყობა დაშინებით ან მოსყიდვით აღარ ჭრის.

„მეთოდები, რომელსაც ისინი გამოიყენებენ, რა თქმა უნდა, მოიცავს თავის თავში მოსყიდვასაც, დაშინებასაც, კრიმინალების გამოყენებასაც.  უბრალოდ დგება მომენტი, როდესაც საზოგადოებისთვის ეს მეთოდებიც აღარ ჭრის, დრო როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჩვენი საზოგადოება გაისტუმრებს მიუხედავად იმისა, რა უკანონობას მიმართავს არჩევნების შედეგის შესაცვლელად ხელისუფლება,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მერის არჩევნები ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საზოგადოებას აჩვენონ, რომ თითქოს მმართველ პარტიას მხარდაჭერა ისევ აქვს. გოცირიძე ამბობს, რომ მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან ხელისუფლების "მზე ჩაესვენა."

„იციან რომ პოლიტიკურად არიან გაკოტრებული და ფაქტობრივად რეალური დასტური იქნება იმისა, რომ ხელისუფლება იცვლება, ახლა უნდათ შექმნან ისეთი განწყობა, თითქოს კვლავ აქვს მმართველ პარტიას მხარდაჭერა, სინამდვილეში ყველა კვლევა თუ ნებისმიერი განწყობილება ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნების" მზე დიდი ხანია არის ჩასვენებული,“-ამბობს გოცირიძე.

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები