19 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
შავი ხვრელი ბიუჯეტში - ფარული აქტივისტების და ფიქტიურად დასაქმებული ადამიანებისთვის გადახდილი მილიონები 

ფარული აქტივისტებისთვის გადახდილ მილიონები - სახელმწიფო უწყებებში გაფორმებული პარტიული აქტივისტების შესახებ დასმულ კითხვას ფინანსთა მინისტრი ისევ გაექცა. რამდენ მილიონს ხარჯავს ხელისუფლება თვითმმართველობის აიპებში დასაქმებული ადამიანების ხელფასზე, ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს.

მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე აიპ-ებში დახარჯულ ფულზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიტანა, თუმცა ოპოზიცია მტკიცებით, მინისტრი იტყუება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს რეგიონებში ასობით არაკომერციული იურდიული პირი ხელისუფლების მიერ არის დაფუძნებული, ბოლო წლების განმავლობაში კი ათასობით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აქ დაასაქმეს. უმეტესობა სამსახურშიც კი არ დადის და ხელფასს არაფრის კეთებაში იღებს. აიპ-ებში ძირითადად სამუშაო ადგილებზე მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერების ოჯახის წევრები და ნათესავები არიან გაფორმებულები. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმების ფაქტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე უარყოფს.

2012 წლის შემდეგ შექმნილი აიპები ერთადერთი შავი ხვრელი არ არის, სადაც ოპოზიცის ინფორმაციით, „ქართლი ოცნება“ პარტიულ აქტივისტებს ასაქმებს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გაიზარდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე შტატგარეშე ადამიანების რიცხვი. თუ მათი ხელფასებზე 2012 წელს 115 მილიონი იხარჯებოდა, 2018 წელს ეს ხარჯი 247 მილიონამდე გაიზარდა.

ოპოზიციის ინფორმაციით, პარტიული აქტივისტების დასაქმების თვალსაზრისით უპირობო ლიდერი თბილისის მერიაა. 

 

 

დღის ამბები