24 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
5 დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია - ოკუპანტებმა ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს 

ხუთ დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა. 50 წლის დიმიტრი სერგიშილი და 35 წლის ვასილ პატარკაციშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დააკავეს.  მათ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებოდნენ.  დაკავებულები სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებლები არიან.

მათი განცხადებით, სატაცურის საკრეფად იმყოფებოდნენ რა დროსაც შენიშნეს, რომ საოკუპაციო ზოლს მიუახლოვდნენ, უკან მობრუნდნენ, თუმცა რუსმა ჯარისკაცებმა მათი დაკავება მაინც მოასწრეს.

ორივე დაკავებულის გათავისუფლება, 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა.

დღის ამბები