19 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
შსს-მ რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა - მეზვრიშვილი ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განმარტებებს აკეთებს

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტებებს აკეთებს. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებისას სამინიტროს შეცდომა არ დაუშვია. მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დააკავა 85 წლის მოხუცი. მეზვრიშვილი ამბობს, რომ მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ გაჩნდა.

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის შემდეგ ორი პირია დაკავებული - 85 წლის მოხუცი, რომელსაც გამოძიება რძლის და ორი ნათესავის მკვლელობას, ასევე მეუღლის დაჭრას ედავება. ასევე დაკავებულია, ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება. ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იძებნება 85 წლის მოხუცის შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია

Image result for ნათია მეზვრიშვილი„შს სამინისტრომ, რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და ვინც გაჩნდა ბრალდებული საქმეში იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას, 4 კაცია მკვდარი და ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი მაღალია, დაუყოვნებლივ ინფორმაცია მოვაწოდეთ.

გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით, რომ ხომ არ იყო გამოყენებული კიდევ სხვა ტიპის იარაღი, იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნები მივიღეთ, მიმდინარე პროცესია, დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, ამაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ. ის პირები, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, არიან დაკავებულები შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე,“-განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღის ამბები