25 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
საქართველოს პრემიერს დონალდ ტუსკთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია - საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს აკეთებს 

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის აღნიშვნა გრძელდება. დღეს ევროკავშირის დედაქალაქში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება, სადაც ამ პროექტის მიღწევებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ისაუბრებს.

დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები გააკეთა დონალდ ტუსკის მიერ გამართულ შეხვედრებზე. ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან სამი ქვეყნის ლიდერს პირისპირ შეხვდა, მას ჰქონდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან, თუმცა პირისპირ შეხვედრა მას არ ჰქონია საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან.

ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა „რუსთავი2“- სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ზალკალიანი ამბობს, რომ ტუსკთან მაღალი დონის შეხვედრა მამუკა ბახტაძეს 21 ნოემბერს ჰქონდა, მისივე განცხადებით, დონალდ ტუსკი საქართველოში ივლისში ჩამოვა და ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.

„მე აქ ვარ თუ არ ვარ აქ?  ჩვენ პრეზიდენტ ტუსკთან გვქონდა საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა 21 ნოემბრის ფორმატში, ასევე სხვადასხვა ფორმატებში გადავიკვეთეთ მასთან, დღესაც საკმაოდ ინტენსიური საუბარი იყო და მინდა თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ, რომ 11-12 ივლისს ტუსკი საქართველოში ჩამოდის და ბათუმის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ისე სკანდალურად წარმოაჩენთ, ძალიან დიდი სიხარულით აცნობეთ, რომ არ ყოფილა (ბახტაძე შეხვედრაზე) რაც არის სიცრუე,“-განაცხადა ზალკალიანმა.

არაფორმალური სადილის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.

მათი განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორების პროექტის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მათივე თქმით, აუცილებელია, საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე.

დღის ამბები