24 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში, დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს

მთაწმინდაზე, მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკი ’’ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების ‘’ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა.

უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტს სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება მისი პროფესიული მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

შალვასნაირი ადამიანებია  საჭირო საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ, რომ მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული,  ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პრაქტიკულად იდეალური პარლამენტის წევრის სახეს. მე ეს ვნახე პირადად პარლამენტში და ვიცი რა ფასი აქვს მას ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არის ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ვითარება  და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის განცხადებით, მთაწმინდის ამომრჩეველი ხელისუფლების შეცვლაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მარცხი ამ არჩევნებში გარდაუვალია.

„როგორც ყველგან განწყობა აქაც არის ცალსახა, რომ ხელისუფლების შეცვლაზე არიან ორიენტირებულები მთაწმინდელი ამომრჩეველი. პირველ მაჟორიტარულ ოლქსაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ წააგებს პარლამენტში. ვფიქრობ, მთაწმინდას აქვს ეს შანსი,“- განაცხადა შავგულიძემ.

დღის ამბები