25 აგვისტო 2019,   16:15
ვრცლად
რულოვსზე თავდამსხმელები ინდენტიფიცირებულები არიან, თუმცა არავინ დაუკავებიათ - ოპოზიცია დამნაშავეების დაუსჯელობის შემთხვევაში აქციებს აანონსებს

სანდრა რულოვსზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ოპოზიციის წარმომადგენლები იკითხებიან, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ. 

როგორც "ძალა ერთობაშია"-ს წევრები აცხადებენ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს მათი რეპორტიორი, რომელიც ინციდენტისას ფიზიკური ძალადობის ობიექტი გახდა. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია შს მინისტრს მოუწოდებს, ინციდენტში მონაწილე პროვოკატორების დააკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყოფიას თქმით, ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციები დაიწყება.

„ზონდერები, სუს-ის და პოლიციის უფროსის აგენტები, რომლებმაც დღეს მოაწყვეს მორიგი პროვოკაცია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ეს ადამიანები დიდი ხანია იდენტიფიცირებულია და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ერთ-ერთზე, განსაკუთრებით კვარაცხელიაზე და იმის ნაცლად, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ დაკითხვაზე ჰყავთ ჩვენი ფოტოგრაფი. მე ვაფრთხილებ პოლიციის უფროსს და ვაფრთხილებ მის ხელმძღვანელობას - გახარიას და სხვებს, თუ ეს ადამიანები დღის ბოლომდე ეს ადამიანები არ იქნებიან დაკავებულები, ჩვენ აქ, პოლიციის შენობის წინ, დავიწყებთ აქციებს,“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

"ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, მათი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მყოფ ფოტოგრაფს გამომძიებლები პროვოკაციულ კითხვებს უსვამენ. ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ის რაც ახლა ზუგდიდში ხდება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად და მორალურად მძიმე ვითარებაშია. 

"ჩვენი ინფორმაციით, გარკვეულ პროვოკაციულ,არაკეთილსინდისიერ კითხვებს უსვამენ. სამართლებრივად, პოლიტიკურად და მორალურადაც ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. შესაბამისად ჩვენ კანონის ფარგლებში მივაყენებთ მათ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს,“-აცხადებს ვაშაკიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები