25 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები დავით გარეჯის ბედს წყვეტენ - შეხვედრა ბაქოში 

ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები ამ წუთებში ბაქოში, დავით გარეჯის ბედს წყვეტენ. "კურიერთან" ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის საზღვრის დადგენის თემაზე აზერბაიჯანის დედაქალაქში ახლა მიმდინარეობს.

ელმარ მამედიაროვის თქმით, პოლიტიკურ გამოსავალი მიღწეული უნდა იყოს, რომლითაც ორივე მხარე, აზერბაიჯანიც და საქართველოც მოგებული დარჩება. 

„ამ წუთებში, ბაქოში კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ელიმინაციის საკითხი განიხილება. შეხვედრას ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ვცდილობთ, კითხვები მოვაგვაროთ. არსებობს გარკვეული იდეები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. საუბარია 2 ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე, დანარჩენი ტერიტორიის ელიმინაცია დასრულებულია. კომისია რუკის დახმარებით იმუშავებს და როდესაც პროცესი დასრულდება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, ისე რომ ორივე მხარე მოგებულ პოზიციაში დარჩეს, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“ - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა. 

ქართულ მხარეს ბაქოში მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია წარმოადგენს. 

დღის ამბები