25 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
დავით გარეჯის სადაო ტერიტორია - ოფიციალური აზერბაიჯანი განცხადებას ავრცელებს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე ბაქოში გამართული მოლაპარაკების შესახებ, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ორ ქვეყანას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა განიხილეს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხალაფ ხალაფოვისა და ლაშა დარსალიას მოლაპარაკების დეტალებსა და შედეგებზე. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საზღვრის იმ მონაკვეთის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული, დისკუსია მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე გაგრძელდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საზღვარი ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგინდა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო კომისიები, რომელიც უკვე წლებია საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციის საკითხზე მუშაობს.

"პროცესის განმავლობაში გაიმართა კომისიის 11 სხდომა, სადაც მხარეები 480 კილომეტრიან სასაზღვრო მონაკვეთზე შეთანხმდნენ. დარჩენილი 166 კილომენტრიანი მონაკვეთის საკითხზე მუშაობა ექსპერტების დონეზე გრძელდება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები