17 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
მოსყიდვა, ძალადობა და შანტაჟი სასურველი შედეგის მისაღებად - მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა

დაძაბული წინასაარჩევნო გარემო საქართველოში - „ქართულმა ოცნებამ“ შექმნილ ვითარებაზე საუბრის აცილება საპარლამენტო დებატების თემის შეცვლით სცადა.

საპარლამენტო ოპოზიცია თავს მესამე პრეზიდენტს დაესხა. ოპოზიციამ კი დემარშით სხდომათა დარბაზი იმ დროს დატოვა, როდესაც საგანგებო განცხადებას უმრავლესობის ლიდერი აკეთებდა.

ოპოზიცია დღეს გაოცებას ვერ მალავდა, ზეწოლის, მოსყიდვისა და შანტაჟის იმ მასშტაბით, რომელსაც „ქართული ოცნება“ შუალედური არჩევნებისთვის იყენებს.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ამომრჩევლის ნების შესაცვლელად საპრეზიდენტო არჩევნების დროს შემუშავებული სცენარი „ქართულმა ოცნებამ“ 19 მაისის არჩევნებისთვის გააცოცხლა.

იმ დროს, როდესაც ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიცის კანდიდატს თავს ესხმოდნენ და ტელეეთერში ამომრჩეველზე ზეწოლის ფარული ჩანაწერები გადაიცემოდა, „ოცნება“ ამტკიცებდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში მშვიდ ვითარებაში მიდის.

ზუგდიდის სკანდალური ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, „ოცნების“ რამდენიმე ლიდერმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნეს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრის საუბრის შინაარსი მათ პარტიულ დავალებებს ეწინააღმდეგება.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლების მასობრივი მოსყიდვისა და დაშინების დავალება სწორედ „ოცნების“ ხელმძღვანელობისა და ბიძინა ივანიშვილისგან მოდის. ხელისუფლების ოპონენტებისთვის სკანდალური ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ არჩევნების მოსაგებად "ოცნება" ყველა ბინძურ მეთოდს გამოიყენებს.

სკანდალური ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოყვება სამართლებრივად და „ქართულ ოცნებაშიც“ შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები