25 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
"როცა უსამართლობა კანონად იქცევა, იძულებული ვართ დავიცვათ ხმები," - ცესკო-სთან აქცია გაიმართა

გამაფრთხილებელი აქცია - ცესკო-სთან. ზუგდიდში განვითარებული მოვლენები თბილისში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გვიან ღამით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ. აქტივისტებმა ცესკოს თავმჯდომარე ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. შეკრებილები მასშტაბურ აქციებსაც აანონსებენ.

"გამოვიდეს ქალბატონი თამარი ან მისი შემცვლელი ადამიანი, რომელიც გაგვცემს პასუხს რატომ ირღვევა საარჩევნო წესები. როცა უსამართლობა კანონად იქცევა, იძულებული ვართ დავიცვათ ხმები,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი.

დღის ამბები