25 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
"ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო რა მოხდა," - მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე საუბრობს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს დაცვას ჰპირდება - შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მას თემირლანის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად „ცოცხალი სჭირდება.“ ცოტა ხნით ადრე ანალოგიური განცხადება მაჩალიკაშვილმა გააკეთა სოციალური ქსელითაც. ამ განცხადებით მაჩალიკაშვილი გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე და სამართალადამცველებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"მინდა ვკითხო, თუ არ ხარ დამნაშავე, საიდან ხარ საფრთხეში, ე.ი. ხარ დამნაშავე. მაგას გავეცი პასუხი, სინამდვილეში მე ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მართლაც მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო სინამდვილეში რა მოხდა, რომ არა სოსო გოგაშვილისგან, სხვა ადამიანისგან მე ამას ვერ გავიგებ,"-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები