ნატანებში გვიან ღამით საზოგადოებრივი ცენტრი დაარბიეს. ჩატეხილია შესასვლელი კარის შუშა. დაუდგენელმა პირებმა, შენობაში არსებული "ლიბერთი ბანკის" ბანკომატი ააფეთქეს. ჯერჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა თანხის წაღება და თუ მოახერხეს, რა თანხაზეა საუბარი.
ბოლო 2 თვის განმავლობაში, ეს ნატანების საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ამ დრომდე არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები და "ლიბერთი ბაკის" წარმომადგენლები.