24 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
“iPlus”-ის მაღაზიის გაქურდვის მცდელობა - მაღაზიაში ორი არასრულწლოვანი შეიჭრა

“iPlus” მაღაზიის გაქურდვის მცდელობა ჭავჭავაძის 19 ნომერში - შემთხვევა დილით, დაახლოებით 7-ის ნახევრისთვის მოხდა. სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ მაღაზიის შუშის კარს 2 ახალგაზრდა ამსხვრევს და ამ გზით შენობაში შედიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებულია.

ისინი არასრულწლოვნები არიან. სამართალდამცველებმა ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დღის ამბები