19 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
"გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს" - გიორგი ქობულია დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოდის

"გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს" - ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

ქობულიამ უწყებაში დისციპლინის ნაკლებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც დოკუმენტი 20 დღეშია გასაცემია, 8 თვეში გაიცემა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღარიბის დონე ქვეყანაში რჩება მაღალი.

ის თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურინი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. 

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.

ქობულია პირველი მინისტრია, რომელიც გადადგომის შესახებ ღიად ალაპარაკდა. მან სკანდალური ინტერვიუ "შაბათის კურიერს" მისცა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ინტერვიუში ისაუბრა, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა

ამავე თემაზე
დღის ამბები