19 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
ივანიშვილს, მართლაც სვავს, არჩევნებს არ მოვაპარინებთ - ოპოზიციის აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდა. გამაფრთხილებელი აქცია შენობასთან ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების შესაცვლელად ყველაფერს აკეთებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსის კონკურენტს, გეგა შენგელიას მიმართა. მისი თქმით, შენგელიას აქვს შანსი, ან დარჩეს ნამდვილ ზუგდიდელად, ან საბოლოოდ მიიკრას მოძალადის იარლიყი.

„მინდა მივმართო, ბატონ გეგა შენგელიას, ჩემი თანატოლია, მე მის ადგილზე მართლაც მეუხერხულებოდა. ამ ქალაქში თუ სადმე მყავს ნათესავი, თუ ვინმე მყავს დამტირებელი გვარში დედის მხრიდან ან მამის მხრიდან, ყველა ამ ქალაქში ცხოვრობენ. ჩემთვის ეს აქალაქი არის ძვირფასი, ეს ქალაქი არ იმსახურებს შეურაცხყოფას. გეგა შენგელია თუ ცდილობს წარმოჩინდეს, როგორც წესიერი ადამიანი, ის ამიერიდან აღარ არის წესიერი ადამიანი, რადგან წესიერი ადამიანი გამოვიდოდა გუშინ და დაგმობდა 72 წლის კაცისთვის პანღურის ამორტყმას, ან ნიკა ვაჩეიშვილეზე ძალადობას და დაგმობდა ბატონი დანელიას მიერ გაჟღერებულ ძალადობის მცდელობას.

"გეგა შენგელიას აქვს შანსი ან დარჩეს ზუგდიდელად, ან აქვს შანსი სამარდჟამოდ აირტყას მოძალადის იარლიყი. მნიშვნელობა არ აქვს პირადად ძალადობს, თუ მის გვერდით მყოფი მეგობრები ძალადობენ,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ყველა ხმას დაიცავს. მისი თქმით, როგორც კომისიიდან გატანილი სამაგიდო სიები დააბრუნებინეს უკან და ბეჭდებიც შეაცვლევინეს, ასე გააკონტროლებენ მთელ საარჩევნო პროცესს.

„ბიძინა ივანიშვილს, მართლაც სვავს, რომელიც მოაჯდა ამ ქვეყანას და უნდა მიიტაცოს, ჩვენ ვეუბნებით არას. არ გაგივათ ბატონო ბიძინა ივანიშვილო, არც ზუგდიდში, არც მარნეულში და არც საქართველოში ზოგადად. ჩვენ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არ მოვაპარინებთ,“-ამბობს თინა ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ოპოზიცია არ დაუშვებს ზუგდიდელებს ხელისუფლებამ საარჩევნო ხმები მოიპაროს. მისი თქმით, არჩევნებში სანდრა რულოვსის გამარჯვება გარდაუვალია.

„ამათ არ მოვაპარინებთ ზუგდიდელების ხმებს. მეგობრებო, ნუ გაქვთ იმედი, რომ დაწერთ შედეგებს, რომ არჩევნებს მოიპარავთ, მე და მთელი ჩვენი გუნდი, მთელი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, გამარჯვება აუცილებლად ჩვენს მხარეს იქნება და  ეს ქალბატონი, მისი უფროსი ჟვანია და კიდევ უფრო დიდი უფროსი ივანიშვილი ზუგდიდლებს არჩევნებს ვერ მოჰპარავს,“-განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გუშინდელი ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, კომისიის გატანილი სიები ადგილზე უკვე დაბრუნებულია. ბეჭდების უკან გადაცემაზე, კომისიის თავმჯდომარემ კატეგორიული უარი განაცხადა. სიები საოლქო კომისიაში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ოპოზიციამ, ხელისუფლების მიერ, არჩევნების ორგანიზებულად გაყალბების გეგმაზე საუბარი დაიწყო და ეს ფაქტი, საარჩევო კომისიაში გააპროტესტა.

დღის ამბები