19 მაისი 2019,   11:29
ვრცლად
”თივის ზვინი” - კლოდ მონეს ნახატი აუქციონზე 110 მილიონ 700 ათას დოლარად გაიყიდა

სოთბის აუქციონზე კლოდ მონეს შედევრი რეკორდულ ფასად გაიყიდა. ნახატი სახელწოდებით ”თივის ზვინი” ანონიმმა მყიდველმა 110 მილიონ 700 ათასი დოლარად იყიდა. ვაჭრობა სოთბის ნიუ-იორკის სახლში გაიმართა.

შედევრი კლოდ მონემ 1890 წელს ნორმანდიაში დახატა და იმპრესიონისტების ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ტილოდ მიიჩნევა.

აუქციონის ექსპერტების განცხადებით, ვაჭრობის შემდეგ ”თივის ზვინი” ფრანგი იმპრესიონისტის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა.

დღის ამბები