18 აგვისტო 2019,   05:53
ვრცლად
„მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი" - ოპოზიცია ქობულიას განცხადებებს აფასებს 

„მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი“ - ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები გიორგი ქობულიასთან შეხვედრას. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში დეპუტატებს ხვდებოდა. კანონმდებლები მთავრობის ყოფილი წევრისგან ითხოვდნენ კითხვებზე პასუხის მიღებას, თუ რატომ გადააყენეს ის დაკავებული თანამდებობიდან.

ოპოზიციის თქმით, გიორგი ქობულიასგან მიიღეს პასუხი, რომ ის იმის გამო გაათავისუფლეს, რომ არ დაემორჩილა არაფორმალური მმართველობის წესებს და ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა.

დაკავშირებული სურათი„ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი, ბატონი გიორგი ქობულია. ის მოხსნეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს, რომ იგი გაათავისუფლა ბიძინა ივანიშვილმა. ამ გათავისუფლების პროცესში შუამავალი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ იღებდა გადაწყვეტილებას და წარმოუდგენელია, რომ მას ეკონომიკის მინისტრი მოეხსნა მისი ზარზეიმით მოწვევიდან 8 თვის თავზე. მთავარი პრობლემა, რაც მან ახსენა, არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც იყო სასარგებლო ქვეყნისთვის, არ ხორციელდებოდა კერძო თუ პოლიტიკური მიზეზების გამო,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს გიორგი ქობულიას განცხადებაზე, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს არის გზის გახსნა კორუფციისა და ნეპოტიზმისთვის.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„ის, რომ კორუფციისკენ და დისფუნქციონირებისკენ გრძელდება ვარდნა, რომ გადაწყვეტილებები არ მიიღება, მან კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ ის წესი, რომ სწრაფად უნდა გასცე პასუხი რეგლამენტით, იქნა მოშლილი. ეს არის გზის გახსნა კორუფციისთვის, ნეპოტიზმისთვის, ჩაწყობისთვის, ან დისფუნქციონირებისთვის. ეს ყველაფერი ერთად ანგრევს საქართველოს ეკონომიკას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

 

 

დღის ამბები