19 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოსთან - განცხადების დასარეგისტრირებლად მისული ოპოზიცია პოლიციამ შენობაში არ შეუშვა

ცოცხალი ბარიერები და სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობა ზუგდიდის საკრებულოს შენობის წინ - ერთი განცხადების დასარეგისტრირებლად მისულ ოპოზიციას უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ კარი ჩაუკეტა და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. 20 წუთის განმავლობაში შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ არც ჟურნალისტებს, მათ შორის "კურიერის" ოპერატორს, რომელმაც კარის ჩაკეტვამდე შენობაში შესვლა მოასწრო. ამის გამო "რუსთავი2"-ის ჟურნალისტს  პირდაპირ ეთერში ჩართვა, შუშის კარის მიღმა მოუწია.

საკრებულოს შენობაში შესვლა შეეზღუდათ მათშორის პარლამენტის წევრებსაც.

ხელჩართული ჩხუბის და მწვავე დაპირისპირების შემდეგ, დაცვამ შენობის კარი გახსნა და დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლება მისცა. ამის შემდეგ დაპირისპირება საკრებულოში გაგრძელდა. ოპოზიცია საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვდა, სადაც დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე უნდა იმსჯელონ. გია დანელია ის დეპუტატია, რომელიც "კურიერის" მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ღიად ჰყვება, როგორ მიიღო დავალება „ოცნების“ მთავრი ოფისიდან, ამომრჩევლის მობილიზება უბნებზე ტერორის ზეწოლის და შანტაჟის გზით მოახდინოს

ასეთი ხმაურის ფონზე ოპოზიციამ განცხადება დაარეგისტრირა, თუმცა პოლიტიკური პარტიის წევრებს შენობის დატოვება ისეთივე ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მოუხდათ, როგოც შიგნით შესვლა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დღეს ხელოვნური ბარიერები მათ მმართველმა პარტიამ შეუქმნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია და "ოცნების" უკანონო დავალებებს ასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები