25 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
გადაწყვეტილებების მიმღები ივანიშვილი და შემსრულებელი ბახტაძე - არაფორმალური მმართველობაზე  ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საუბრობს

ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი-დღეს პარლამენტში მისულმა გიორგი ქობულიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მართვის სტილზე და პრიორიტეტებზე, რომლითაც ივანიშვილი ძალაუფლებას ინარჩუნებს. ნეპოტიზმი, ექსმინისტრის აზრით, ქართული ოცნების მთავარი ფაქტორია, რაც ხელისუფლებაში არაპროფესიონალების კონცენტრირებას იწვევს.

ექსმინისტრმა დღეს კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა, თქვა, რომ ინვესტორებისთვის დოკუმენტების მომზადებას სტანდარტული 20 დღის ნაცვლად მინიმუმ რვა თვე სჭირდება.

პორტფელის გარეშე დარჩენილმა მთავრობის წევრმა დღეს კიდევ ერთხელ დაასახელა მისი ხელისუფლებიდან გაშვების ინიციატორებიც - მამუკა ბახტაძე, როგორც შემსრულებელი და ბიძინა ივანიშვილი, როგორც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. მიზეზებზე ეკონომიკის ექს მინისტრმა არც ამჯერად არ თქვა არაფერი, მაგრამ უკვე მეორედ მიანიშნა, რომ საკადრო გადაწყვეტილების საფუძველი იყო მისი უარი ჩართულიყო გარკვეულ სქემებში.

პარლამენტში მისულ ქობულიას უმრავლესობის წევრებმა არ მოუსმინეს. ქართული ოცნების ლიდერები ორი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ გიორგი ქობულიას მოსმენა მათთვის უინტერესო იყო. ეგრეთ წოდებულ ურჩ დეპუტატებს ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევიათ და სხდომაზე ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი მაინც მივიდნენ.

შეხვედრით კმაყოფილი დარჩა ოპოზიცია, მიუხედავად იმისა რომ ქობულიასგან უფრო მეტი დეტალის მოსმენას ელოდნენ, დეპუტატები ამბობენ, რომ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე მათ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

დღის ამბები