16 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან

დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილი. ისინი დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ. შეკრებილების მტკიცებით, ბესიკ დგებუაძე უდანაშაულოა და ყურადღებას მისი ჯანმრთელობის საგრძნობლად გაუარესებაზე ამახვილებენ. დგებუაძე რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრში ბიზნეს მეწილეების ფიზიკური დაპირისპირების გამო, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახი არჩევნების ჩაშლით იმუქრება.

"გირაოთი ჩემი შვილი აგანტავისუფლონ, ჩემ შვილზე არ ვრცელდება ეს იმიტომ რომ აქ ზის დიასამიძე, რომლის პირადი პატიმარია ჩემი შვილი,"-აცხადებს ბესიკ დგებუაძის მამა, ზაქრო დგებუაძე. 

დღის ამბები