24 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
საზოგადოების დაშინება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდებით - "ემპათია" ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს

საზოგადოების დაშინება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდებით, საერთაშორისო სტანდარტებით, განიხილება, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა - სწორედ კრიმინალურ ქმედებად მიიჩნევს არჩევნებთან დაკავშირებით მშვიდობიან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებს "ემპათია" და მოუწოდებს ხელისუფლებას მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და ძალადობის პრევენცია. თავის მხრივ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი მზად არის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლს დახმარება აღმოუჩინოს.

"ამგვარი ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ ვნახეთ, რომ ზუგდიდში არის უკვე ასეთი დაძაბული მდგომარეობა. მოვუწოდებთ სახელმწიფოს რათა მოახდინოს ამისი დაუყოვნებლივ პრევენცია, ჩვენ მოვახდენთ დოკუმენტირებას ყველა ძალადობრივი ფაქტის, იქნება ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ ფიზიკური ზეწოლა,"-აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

დღის ამბები