24 აპრილი 2024,   12:27
ვრცლად
არჩევნების დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს - ოპოზიცია არჩევნების დასაცავად ემზადება

მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის სამზადისში ადანაშაულებს - ამას უკავშირებს "ქართული ოცნება” „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერსაც და ამტკიცებს, რომ მისი ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში გია დანელიამ პასუხი უნდა აგოს.

ოპოზიცია კი თავის მხრივ ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი მცდელობის მიუხედავად 19 მაისს არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს.

„ხელისუფლებამ გამოავლინა თავის ნამდვილი სახე, გაიმეორა რასაც აკეთებდა აქამდე ძალადობა, მოსყიდვა, დაშინება, ყველა ინსტრუმენტი, რაც გამოყენებული ჰქონდა წინა არჩევნებში აამოქმედა.

"დავინახეთ, რომ ისინი არ აპირებენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. იმ დღეს ჩვენ არავის არ ვაპატიებთ არაფერს. 5000 კაცი ვიქნებით ზუგდიდში. გაბედავენ და მიიღებენ საკადრისს“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ძველი მეთოდების გამოყენებამ შესაძლოა მათ არჩევნები მოაგებინოს, თუმცა რატიანი ამბობს, რომ ამას მმართველი პარტია ვეღარ შეძლებს.

„ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ამომრჩეველი შორდება მას და "ქართული ოცნება" წააგებს ყველგან,“-ამბობს რატიანი.

თავის მხრივ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნება.“

„ასეთი სცენარი არ არის "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის. დასაზუსტებელია ვიდეო არის თუ არა სარწმუნო, მან თქვა, ემოციურად თქვა თუ რა განმარტებებს გააკეთებს, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია, საკრებულომ ამ თემაზე იმსჯელოს,“-აცხადებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

დღის ამბები