24 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმა - აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის გამო, ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, რიგით მეორე პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სენატის საგარეო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ანდრეა ტომპსონის თქმით, კრემლის წინააღდეგ ახალი შეზღუდვები შეერთებული შტატების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, სანქციების ძალაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტები განხილვისთვის უკვე გადაეცა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტს.

დღის ამბები