20 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ქვეყანაში შესაძლოა ჩინური კომპანიის “Huaway”-ს პროდუქციის გამოყენება აკრძალოს

დონალდ ტრამპმა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საფრთხეების გამო შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამის ბრძანებას ამერიკის ლიდერმა ხელი უკვე მოაწერა.

განკარგულება ითვალისწინებს ამერიკული კომპანიების მიერ იმ ფირმების სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მოხმარების აკრძალვას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას.

ამერიკული მედიის ცნობით, ამ ბრძანებით ამერიკის პრეზიდენტმა საფუძველი მოამზადა იმისთვის, რომ შეერთებული შტატებში სრულად აიკრძალოს ჩინური კომპანიის “Huaway”-ს პროდუქციის გამოყენება.

ვაშინგტონში ეჭვობენ რომ  „Huaway”  შესაძლოა ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ჯაშუშობისთვის გამოიყენონ.

დღის ამბები