20 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მცირე ზომის ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონ-ში ჩავარდა. პოლიციის ინფორმაციით, ავარია მისი დაშვებისას, ასაფრენ მოედნიდან 45 მეტრის დაშორებით მოხდა.

ვერტმფრენის ბორტზე მყოფმა პილოტმა კაბინიდან გამოსვლა დროულად შეძლო. მას დახმარება აღმოუჩინეს ადამიანებმა, რომლებიც ავარიის დროს მდინარეზე ნავით გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. ჯერ-ჯერობით უცნობია ავარიის მიზეზი.

დღის ამბები