20 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
"აღარ გაქვთ არანაირი ნდობა და უნდა გადადგეთ," - ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიის სხდომაზე ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა. იქ იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, რომლებიც ითხოვენ რომ დადგენს კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის საკითხი. ოპოზიციის ლიდერებს თან აქვთ ფოტო მტკიცებულებები, სადაც ასახულია, რომ კომისიიდან გატანილი სიები და ბეჭდები კანონის დარღვევით სხვადასხვა პირების პირად მფლობელობაში ინახებოდა.

დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე დაიწყო. ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დაუპირისპირდა. ბოკუჩავამ მესხს უთხრა, რომ მას ნდობა აღარ აქვს და ამიტომ უნდა გადადგეს.

„ის პრეტენზიები გვაქვს რომ ზონდერები არ დარბოდნენ აქ რომლებიც ფიზიკურად იწევენ ადამიანებზე, იარაღიანი პოლიციელები რომ დარბოდნენ ოლქში ეს ნორმალურია? მაგრამ თქვენ რა უნდა მოგთხოვოთ, აღარ გაქვთ არანაირი ნდობა და უნდა გადადგეთ,“- მიმართა ბოკუჩავამ მესხს.

მესხი ამბობს, რომ ის ყველაფერს აკეთებს კანონის დაცვით და უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს.

„ზუსტად ამას ვუზრუნველვყოფ, დიდი მადლობა თინა, ასეთი პიარისთვის,“-უპასუხა ბოკუჩავას მესხმა.

გაერთიანებული ოპოზიცია მირანდა მესხის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც მან სამაგიდო სიები და ბეჭდები გასცა. ოპოზიციამ ის უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა, პროტესტის შემდეგ, სიები უკან დაბრუნდა, ბეჭდები კი ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიცვალა.

დღის ამბები